მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველებს ტაილანდში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ტაილანდმა 93 ქვეყანას უვიზო რეჟიმი დაუწესა. 93 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ტაილანდში შესვლას ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე შეძლებენ. უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოქალაქეებს ტაილანდში 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოგზაურებისთვის ტაილანდი ერთ-ერთი ახალი, თუმცა პოპულარული მიმართულებაა. მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდ ნიშნულზეა. რას შეცვლის ქართველი მოგზაურებისთვის ტაილანდის მიერ დაწესებული უვიზო მიმოსვლა და როგორია მათ შორის ტურისტული პაკეტების ღირებულება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები