მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ადვოკატები სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის შეკრებაზე

ატლანტაში სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური შეკრება იყო, სადაც ქართველი ადვოკატებიც ესწრებოდნენ. საკმაოდ მნიშვნელოვან შეკრებას, საქართველოდან გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკა გოგლიძე ესწრებოდნენ, მათთან ერთად 10,000 ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზაციის პრაქტიკოსი იურისტმა მოიყარა თავი მთელი მსოფლიოდან.

გიორგი თაქთაქიშვილის კომპანიას, 30 წელზე მეტია საქმიანი ურთიერთობა აქვს The Coca-Cola Company-სთან, ანუ ამერიკულ კოკა-კოლას წარმოადგენენ საქართველოში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის და მათი დაცვის საკითხებში.

სტუმარი: გიორგი თაქთაქიშვილი - პატენტრწმუნებული, ადვოკატი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები