ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ხისა და ტყავის ჩანთები, შესაძლოა, ექსპორტზე საბერძნეთსა და ისრაელში გავიდეს.
Begels-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათია მგელაძის ინფორმაციით, პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ მათი სურვილიც იყო, თუმცა, ამჯერად დაინტერესება თავად ბერძნული და ისრაელური მხარის მხრიდან წამოვიდა.
ნათია მგელაძის განცხადებით, მათი სამუშაო სივრცე ძირითადად ტექნოპარკი და უნივერსიტეტის ლაბორატორიაა.
ძველ მოდელებთან ერთად ახალგაზრდებს ახალი, სანათიანი ჩანთის გამოშვებაც უნდათ. თუმცა, ჯერჯერობით ახალ მოდელთან დაკავშირებით მომხარებელთა აზრს სწავლობენ.
"არ ვიცით, რამდენად პრაქტიკული იქნება სანათიანი ჩანთა მომხმარებლისთვის. ვნახავთ, როგორი იქნება დიანტერესება და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას",- აცხადებს ნათია მგელაძე.

























