მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი დიზაინერები ფრანგულ კომპანიისთვის შვეიცარიულ საათებს შექმნიან - ლიკა მესხი

დეღიგე

ქართველი დიზაინერები ფრანგულ კომპანია „დეღიგესთვის“ 2024 წელს 70 საათს შექმნიან. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ საათების დიზაინერმა, ლიკა მესხმა ისაუბრა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგულ-შვეიცარიულ-ქართული კოლაბორაცია შედგა და საათები ქართული ხელოვანების მონაწილეობით იქმნება. წლევანდელი „დეგიღეს“ გეგმა 70 საათია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს 2024 წლის ბოლომდე. თითოეული საათის დამზადება ხანგრძლივ შრომას მოითხოვს, ჯერ დიზაინერისა და შემდეგ ამწყობების მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს გამო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ კომპანიამ პროცესში სხვა მხატვრებიც ჩართოს,“- განაცხადა ლიკა მესხმა.

მისივე თქმით, “დეგიღეს“ თითოეული საათისთვის იქმნება ინდივიდუალური, განუმეორებელი მინანქრული კომპოზიცია და საათების უკანა მხარეს ამოტვიფრულია დიზაინერების, კოკა ფანჩულიძის და ლიკა მესხის გვარები. რაც შეეხება საათების ღირებულებას, ის მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

„მინანქრის ციფერბლატი უკვე გამოყენებული აქვს საათების მწარმოებელ რამდენიმე ცნობილ კომპანიას, თუმცა დიზაინერის ვინაობა არც ერთ საათზე არ აღნიშნულა. როგორც შემდეგ გავიგე, კომპანიის მიზანი საკოლექციო საათის სახით წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის შექმნაა. საათის უკანა მხარეს ჩვენს სახელთან ერთად ორი ქალაქია აღნიშნული - Tbilisi da Porrentruy,“ - განაცხადა ლიკა მესხმა.

შეგახსენებთ, ქართველი დიზაინერებისა და ფრანგული კომპანია „დეგიღეს“ თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. თავიდან 10 საათის დამზადებით დაიწყო ყველაფერი, დღეს კი უკვე თანამშრომლობას სისტემატური ხასიათი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები