მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან“ - სოფო ჭყონია

63b56be1ef15d
თინათინ ნატმელაძე
04.01.23 14:23
4243
2023 წლის მაისში თბილისში, "კოკა კოლას" ყოფილ ქარხანაში, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება.

პროექტის დამფუძნებელი და „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ წელს პროექტის ჩატარება გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა გადააწყვეტინა.

„საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა, გავაკეთო და გავაგრძელო თუ არა ეს პროექტი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ის, რასაც ამდენი წლის მანძილზე მე და ჩემი არაჩვეულებრივი გუნდი ვქმნიდით, ნელ-ნელა ქრებოდა იმ კუთხით, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, ასე უცებ თავის დანებება გადავიფიქრე და წელს უფრო მასშტაბურის გაკეთება გადავწყვიტე.

მე მაინც მჯერა, რომ ქართულ მოდას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მიუხედავად ნეგატიური განწყობისა ქართველებს მაინც შეუძლიათ, რომ ევროპაში თავიანთი ადგილი დაიკავონ.

ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, ხელშეწყობა სჭირდებათ - იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არაფერს ვაკეთებდით მოდის მიმართულებით, ვხედავდი რამდენად სასოწარკვეთილები იყვნენ, რამდენი გვწერდა და გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის მიმართულება გავაძლიეროთ, მათ ხელი შევუწყოთ, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო განათლება მიიღონ და შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ.“ - განაცხადა სოფო ჭყონიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისი Mercedes Benz Fashion Week-ს 2012 წლიდან მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები