მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ფეხბურთელების ფასი მზარდია

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევრო გახდა, მანამდე ფეხბურთელის ფასი 700 000 ევროს შეადგენდა. ასევე, 3 მლნ ევრომდე გაიზარდა საბა ლობჟანიძის ღირებულება (2 მლნ ევრო იყო).ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ფასმა და 3 მლნ ევრო გახდა (2,5 მლნ ევრო იყო). უფრო ადრე კი, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო გახდა, ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები