მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი იმპორტიორებისთვის ხორბლის რუსეთიდან შემოტანა ყველაზე ხელსაყრელია - წისქვილკომბინატი "ჯეომილი"

61e7cc6610ced
მარიამ ვარადაშვილი
19.01.22 23:00
954
წისქვილკომბინატ "ჯეომილის" წარმომადგენელი ბესიკ ბეჟაშვილი ამბობს, რომ იმპორტზე გაზრდილი გადასახადის მიუხედავად, რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი ყაზახეთიდან ან უკრაინიდან იმპორტირებულზე იაფი გამოდის. როგორც მან “საქმიან დილაში” განაცხადა, მსხვილ წისქვილკომბინატებს ბაზრის დივერსიფიცირების მცდელობები ჰქონდათ, თუმცა ქართველი იმპორტიორებისთვის ხორბლის რუსეთიდან შემოტანა ყველაზე ხელსაყრელია.

“განსაკუთრებით დიდი წისქვილკომბინატები ყოველთვის ვცდილობთ შესყიდვები დივერსიფიცირებული გვქონდეს და ერთ ბაზარზე/ქვეყანაზე დამოკიდებულები არ ვიყოთ, თუმცა ბიზნესის კანონია, რომ სადაც ყველაზე იაფია და კარგი პირობაა, იქ ყიდულობ. ყაზახეთიდანაც შემოგვქონდა ხორბალი, თუმცა ხორბლის ფასში ლოჯისტიკური შემადგენელი იმდენად დიდია, რომ რუსეთიდან შემოტანილ ხორბალს ვერ ჯობნის, ამ პირობებშიც კი. ზოგადად მსოფლიოში მარცვლეული გაძვირებულია, ამიტომ ყაზახეთიდან ან უკრაინიდან ხორბლის შემოტანის პირობებში უკეთესი ფასი არ გამოდის რუსეთთან შედარებით. იმიტომ, რომ რუსეთიდან საავტომობილო გზით არის შესაძლებელი შემოტანა, რაც ძალიან ხელსაყრელია, ახლოს არის და ფასიდან გამომდინარე ამ ქვეყანაზე ვმუშაობთ”, - აცხადებს ბესიკ ბეჟაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები