მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართველი მეწარმეების პრობლემა ისაა, რომ რაღაც საკითხების განხორციელება შეუძლებელი ჰგონიათ"

574460fc3d666
BM.GE
24.05.16 18:06
1508
სინვესტიციო კონფერენცია Seed Forum-ი საქართველოში მეორედ ჩატარდა, რომელიც ამჟამად IHUB სივრცეში გაიმართა. კონფერენციასა და მის მნიშვნელობაზე "ბიზნესკონტაქტთან" Seed Forum Global-ის აღმასრულებელი დირექტორი სტეინერ ჰოელ კორსმო საუბრობს.

- პირველი პრობლემური საკითხი, რომელიც საქართველოშია ეს არის ის, რომ საწყის ეტაპზე არანაირი თანხა არ გაგვაჩნია. როგორ შეიძლება ასეთი სახის პრობლემის გადაჭრა?

- ამისთვის შესაძლოა სამი გზა გამოვყოთ. პირველი ესაა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მოვახდინოთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან გვქონდეს წვდომა. ამას ჩვენ ვახორციელებთ, როდესაც Seed Forum-ებზე კომპანიებს ვიწვევთ სან-ფრანცისკოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე კომპანია გაგვაჩნია სინგაპურში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ვეძებოთ. თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში დღესვე ჩამოვლენ. ყველაზე ეფექტური ისაა, რომ ერთობლივი კომპანია გაკეთდეს და Seed Forum-ში მონაწილეობა მივიღოთ. მეორე გზა არის ის, რომ საინვესტიციო ქსელი განვითარდეს, რომ პარტნიორობის ბიზნეს ქსელი შეიქმნას. ეს გულისხმობს იმას, რომ ვისაც დღეს საქართველოში ფული აქვს, მდიდარ პიროვნებებს უფრო მეტი სიმდიდრის მოპოვება შეუძლიათ. ჩვენ ახალგაზრდა კომპანიებს ვეძებთ, მათ ვიწვევთ. ესენი არიან მეწარმეები, რომლებიც არა მხოლოდ თანხებს ეძებენ, არამედ მზაობას აცხადებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დააბანდონ. მსგავსი ტენდენცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებობს და ეს არის ჩვენი მეთოდოლოგია, რომელსაც საქართველოს ვთავაზობთ.

- როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

- ამისთვის აუცილებელია, რომ საუკეთესო კომპანიებთან წვდომა არსებობდეს, რომელიც დაფინანსების მოსახდენად მზაობას გამოაცხადებს. ასევე კანონმდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომელიც ეფექტურობას გულისხმობს, რათა კომპანიას განვითარების საშუალება მისცეს. საგადასახადო სტიმულებზე არ ვისაუბრებ, თუმცაღა ესეც მაქსიმალურად მნიშვნელოვანია.

- მთავრობის როლს როგორ ხედავთ ამ საკითხში?

- Seed Forum კერძო კომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ. ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნდეს მთავრობასთან. ვხედავთ, რომ მთავრობის როლი უფრო და უფრო მეტად იზრდება, რომ ბაზა შეიქმნას და მათ თუნდაც Seed Forum-ში მიიღონ მონაწილეობა და ე.წ. დამხმარეები იყვნენ, რომლებიც კერძო კომპანიებსაც გაუწევენ კონსულტაციებს. ასევე ეს არსებული კომპანიების ეფექტურად განვითარებას შეუწყობს ხელს. პირდაპირი საინვესტიციო პროგრამები არსებობს. მაგალითად, ჩემს ქვეყანაშიც არსებობს ასეთი პროგრამა, სადაც მთავრობა სტარტაპებს უწყობს ხელს.

- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ინვესტორებს ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ?

- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სტარტაპ კომპანიებს სწრაფად ზრდის შესაძლებლობა მიეცეთ და თქვენი ქვეყნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ეს არ გახლავთ აუცილებელი, რომ გრანტი იყოს. გრანტი შეიძლება კომპანიისთვის დამხმარე აღმოჩნდეს, მაგრამ შემდეგ დაფინანსებაა აუცილებელი, ვინაიდან ერთჯერადი პროცესი რომ არ იყოს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი გახდეს, რაც ეფექტური იქნება.

- ხედავთ თუ არა კორუფციის როლს, როდესაც მთავრობა პროგრამის სუბსიდირებას აკეთებს?

- მე მთელს მსოფლიოში მიმოგზაურია და ერთ-ერთი მისია ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელი შევუწყო, როგორც ინვესტირების დანიშნულების ადგილს. მესმის, რომ ინვესტორები კორუფციის დონეს ხედავენ, რაც ნაკლებია, მაგრამ საფრთხე გარკვეულწილად არსებობდეს. დანიშნულების ადგილიც არ არის კარგად ცნობილი, როგორც მაგალითად ლონდონია. ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური მეთოდის დანერგვა იქნება ის, რომ ინვესტორების თანხაც გაგვაჩნდეს და ასევე სახელმწიფო ფონდებიც დაიხარჯოს, რათა ერთგვარი საერთაშორისო ქსელის შექმნას შეეწყოს ხელი. ტრადიციული სუბსიდირების პროგრამა უნდა შეიქმნას.

- თქვენ უკვე მეხუთედ იმყოფებით საქართველოში და დღეს დღეისობით რა სახის პრობლემებს აწყდებიან ინოვატორები?

- საქართველოს მეწარმეების პრობლემა ის გახლავთ, რომ ისინი შეიძლება რაღაც დონეზე ფიქრობდნენ, რომ რაღაც საკითხი შეუძლებელია.

- განათლების პრობლემასთან ხომ არ გვაქს ადგილი?

- ეს უფრო კულტურის პრობლემაა. ძალია ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მსგავსად სხვა ქვეყნებშიც ფიქრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ლიდერები უნდა ვიყოთ და საერთაშორისო Seed Forum-ში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ძალიან ეფექტური იქნება. განათლების დონის გაზრდაც აუცილებელი ფაქტორია და არანაირ გამოწვევას არ ვხედავ ამაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები