ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
"პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დაამარცხა.




























