პირველად საქართველოში უკრაინული კომპლექსი LAZNIA შეიქმნა, რომელიც სპას და რესტორანს აერთიანებს. როგორც კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ Bm.ge-ს განუცხადა, ამგვარი კონცეფცია საქართველოში პირველია და ის ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. კომპლექსი თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ნატახტარის მიმდებარედ ააშენეს და იქ უკრაინიდან მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალისტები მუშაობენ.
"კომპლექსში მოსულ სტუმარს უკრაინულ სამზარეულოსთან ერთად სპა პროცედირებს ვთავაზობთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშო ტარდება. კოტეჯები ხისაა, ღუმელიც კი ხის შეშაზე მუშაობს. გათვლას ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე ვაკეთებთ, რომელსაც დედაქალქიდან გასვლა და დასვენება სურს. იქ შესაბამისი გარემოა შექმნილი, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მოწყდეს ქალაქის ყოველდღიურობას. ამჟამად ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც ერთდროულად 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ კომპლექსის გაფართოებას ვგეგმავთ", - განაცხადა ივა ჭყონიამ.
კომპლექსის LAZNIA ოფიციალური პრეზენტაცია თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

























