მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მწარმოებლების და დისტრიბუტორების სარჩელები “კარფურის” წინააღმდეგ!

BM.GE
09.06.21 10:11
744
რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლომ "კარფურის" წინააღმდეგ ქართველი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების სარჩელები წარმოებაში უკვე მიიღო. ქართული კომპანიები "კარფურს" სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდური თანხების ჩამოჭრას ედავებიან. საქმე საკმაოდ მასშტაბურია და იმ ფონზე რომ ბიზნეს დავაზე BMG-ის მაყურებელს ინფორმაციას ეტაპობრივად პროცესების განვითარების შესაბამისად ვაწვდით, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქოდნა შესაძლებლობა "კარფური" საქართველოს ხელმზღვანელობასთან ამ საკითხზე კითხვები დაგვესვა. კრისტოფ ორსე გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ამბობს რომ დავის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია საქართველოში შემოსვლის შემდეგ 800-ზე მეტ მომწოდებელთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება კონტრაქტებს, რომელიც სასამართლოში სადავო გახდა ამაზე კარფური საქართველოს დირექტორი ამბობს: ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიან, ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც მრავალჯერ განხილული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და სრულ შესაბამისობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასა და ნორმებთან. ჩვენი ხელშეკრულებები ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას; როდესაც საქართველოში შემოვედით, ყველა მომწოდებელს გავუღეთ კარი. მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან, ახალი არაფერია, მათ იციან ხელშეკრულების პირობები. ასე რომ, არაფერი შეცვლილა.

სტუმრები: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ხელმძღვანელი;
გიორგი ცერცვაძე - იურიდიული ფირმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი;
ალექსანდრე ნაჭყებია - Nexia TA Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები