მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი სტუდენტის ნახატი Scientist-ის წლის ყველაზე პოპულარული ფოტო გახდა

5a5139a26023b
BM.GE
07.01.18 11:00
2633
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის, ანი ციციშვილის ბაქტერიებით შესრულებული ნახატი პოპულარული სამეცნიერო გამოცემის The Scientist-ის 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფოტო გახდა.

აგრარული უნივერსიტეტის ცნობით, ნახატი შექმნილია Brain-heart infusion agar-ზე, Staphylococcus epidermidis - მიკრობი, რომელიც კანის ბუნებრივი ფლორაა, ქმნის თეთრ ფერს. Rhodotorula mucilaginosa - რომელიც ხშირია ჰაერში და მიწაში წარმოქმნის წითელს და ვარდისფერს. Micrococcus luteus - გვხვდება წყალში, ჰერში, მიწაში, კანზე და პასუხისმგებელია გოგონას თმის ყვითელ ფერზე. Xanthomonas axonopodis - მიკრობია რომელიც წარმოქმნის მწვანე ფერს. დანარჩენი ფერები ნახატზე არის ამ მიკრობული მასების ნარევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები