რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც პუტინმა განაცხადა, ის სანქციებს ქართველ ხალხის პატივისცემის გამო, არ დათანხმდებოდა.
“მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო"- ციტირებს რუსული გამოცემები ვლადიმერ პუტინს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს შემოღებას მხარი დღეს დაუჭირა.
საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მიმართავს, რათა განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთვის სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით.
სანქციები რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

























