მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველმა მოსწავლემ ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

5b6182b8997b2
BM.GE
01.08.18 13:50
1257
პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში, ფიზიკაში მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO) დასრულდა, სადაც საქართველო მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრებით იყო წარმოდგენილი. განათლების სამინისტროს ცნობით, ასპარეზობაზე საუკეთესო შედეგი ვეკუას სკოლის მოსწავლემ ზურაბ ჯაშმა აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ ოლიმპიადაზე ინდონეზიაში, ზურაბ ჯაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს - დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.

ფიზიკის სასწავლო ოლიმპიადა სასკოლო კონკურსებს შორის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულია და წელს მასში 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები