გამომცემლობებისთვის მიგრაცია ძალიან დიდი გამოწვევაა - ამის შესახებ BMG-სთან “სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორი თინა მამულაშვილი საუბრობს.
“როდესაც ახალგაზრდა, განათლებული თაობა მიდის ამ ქვეყნიდან. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა არა მარტო ბიზნესისთვის, ქვეყნისთვისაც. ანუ, როდესაც ქვეყანას ტოვებს პროფესიონალი და მას აქვს პოტენციალი, რომ განავითაროს თავისი ქვეყანა, მაგრამ იძულებულია ქვეყანა დატოვოს, ბევრ პრობლემას ქმნის. გამოდის, რომ მისი შვილები რომ საზღვარგარეთ გაიზრდებიან, ის ვერ შექმნის იმ დოვლათს, რომელმაც ეს ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს და როდესაც ასეთ ვითარებაში აქ ჩამოდიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, გამოდის, რომ ჩვენ, ქართველმა გამომცემლებმა, რომლებიც ქართულ ენაზე გამოვცემთ წიგნებს, არაბულად გამოვცეთ? რუსულად? თუ რა ენაზე? ძალიან დიდი პრობლემაა დემოგრაფიული პრობლემა, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას” - ამბობს თინა მამულაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს საგამომცემლო ბაზარი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბაზრად ითვლება, თუმცა, მიგრაციის და სხვა ცვლილებების გამო სფეროს ძალიან ზიანი ადგება.




























