ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი განცხადებით, ლიდერებმა უნდა გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ.
"გუშინ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ",- დაწერა ბლინკენმა.
The Georgian people embraced democracy yesterday. Now Georgia’s political leaders must respect the rule of law, repeal legislation that undermines fundamental freedoms, address deficiencies in the electoral process, and move Georgia toward its Euro-Atlantic future.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) October 28, 2024
ამასთან, დღეს ბლინკენის ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ისა საელჩომაც, რომელშიც დაგმობილია არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევები.
"ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება",- აღნიშნულია განცხადებაში.