მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი კოალიციურ ხელისუფლებაზე - ბოკუჩავა

თინათინ ბოკუჩავა

"ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებში არჩევანი გააკეთა კოალიციურ ხელისუფლებაზე,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ედისონ რისერჩისა და HarrisX-ის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ბოკუჩავას განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც "ქართული ქარტიის" ხელმომწერი შევა მოლაპარაკებებში სხვა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით.

"ჩვენ ამ ნდობას რაც მივიღეთ ქართველი ხალხისგან ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. შესაბამისად, უმოკლეს დროში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელიც აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტი ზურაბიშვილის როლს ძალიან მნიშვნელოვანია ის ქარტია, რომელიც ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი არის ხელმომწერი ქართული ქარტიის. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რათა დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;

"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.

"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები