მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველმა სტარტაპერებმა აშშ-ში, სილიკონ ველის წამყვან მენტორებთან ტრენინგები გაიარეს

58dcdc93510fd
BM.GE
30.03.17 14:19
3033
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოსა და სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული გუნდების ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, სტარტაპერებმა სილიკონ ველიზე ე.წ. bootcamp ტრენინგები გაიარეს.

სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს - გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით.

ტრენინგები მორგებული იყო სტარტაპების საჭიროებებს, იმ რეზულტატების შედეგად, რაც გამოიკვეთა "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში, სამთვიანი მენტორშიპის პერიოდში. ტრენინგებთან ერთად, სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან, მომხმარებლებთან დაპარტნიორებთან. მათ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიცდაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის.

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების, მსოფლიოს წამყვანი მაღალტექოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, 28 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამა - „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები