ქართველმა სტუდენტებმა "ჭკვიანი სახლის“ პროტოტიპი შექმნეს. სახლის მართვა ანდროიდ მოწყობილობებით იქნება შესაძლებელი. პროექტზე ნოდარ ჭუმბაძე მეგობრებთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, იდეა კი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. როგორც თავად გვიყვება, მას შემდეგ რაც ეკრანებზე სერიალი ევრიკა გამოჩნდა, გაჩნდა სურვილი, სახლის მართვა რეალურდ ყოფილიყო შესაძლებელი.“ჭკვიანი სახლის“ აპლიკაციის მეშვეობით ნათურის, კარის, ფანჯრის მართვა იქნება შესაძლებელი.
"აპლიკაცია ანდროიდის ნებისმიერი დივაისიდან, ტელეფონიდან, საათიდან, ტელევიზორიდან, სათვალიდან იმართება.სახლის თითქმის ნებისმიერი კომპონენტის მართვაა შესაძლებელი, ნათურის, ფანჯრის, კარების, ასევე ვფიქრობთ რომ აპლიკაციამ გაზის გაჟონვაც დააფიქსიროს და გამაფრთხილებელი სისტემა დაემატოს, რომელიც კარებთან არასასურველი პირის მიახლოვებაზე შეტყობინებას გააგზავნის“, - ამბობს ნოდარ ჭუმბაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას. მისი თქმით, აპლიკაციის სამართავად „გუგლის“ ხმოვანი სიგნალის გამოყენებაც არის შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სამომავლოდ აპლიკაციის დამატება Apple-სა Windows-ზეც არის დაგეგმილი.
იმისთვის, რომ თქვენი სახლი მართოთ, მასში სპეციალური მოდემის დამონტაჟება იქნება საჭირო. მოდემის წარმოებაში გაშვება მომავალი წლიდან იგეგმება და მისი ფასი 30 ლარამდე იქნება.
"მინდა რომ წარმოება საქართველოში მოხდეს, საჭირო მიკროჩპოების წარმოაბა საქართველოშიც ხდება. გარდა ამისა, ფასი იქნება დაბალი“, - ამბობს სანდრო ჭუმბაძე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჭკვიანი სახლის“ კონცეფციაზე სამაგისტრო ნაშრომიც დაიცვა.

























