ჟურნალისტებმა საქართველოდან აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად, მონაწილეობა Sputnik-ის მასტერკლასში მიიღეს.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში SputnikPro-ს ივლისის მასტერკლასი ჩატარდა. როგორც Sputnik-ი წერს, რუსეთის დედაქალაქში ჟურნალისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან ჩავიდნენ.
"12 დღის განმავლობაში, Rossiya Segodnya-ს მედია ჯგუფის წამყვანმა თანამშრომლებმა მათ AI-ის გამოყენებით მულტიმედიის შექმნის და Telegram-ის არხზე წარმატების საიდუმლოებებზე გამოცდილება გაუზიარეს”,-"აღნიშნულია განცხადებაში.