მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქათმის კვერცხის მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლებით შეიძლება, ფასების კლებაში "გარღვევა მოხდეს" - დილა

დილა

კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორი გია ლობჟანიძე განცხადებით, კვერცხის ფასის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი „გარღვევა“ ქათმის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები კომპანიების დღგ-სგან გათავისუფლება იქნება. ამის შესახებ მან ფასების საპარლამენტო კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „დილა“ 20 წელია ბაზარზე ოპერირებს და გაყიდვების 90% მსხვილ ქსელებზე მოდის, საკოლმეურნეო ბაზარს კი 5-7% მოდის.

„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებიდან კვერცხის მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ვფიქრობდით, რა საქმიანი წინადადებები მოემზადებინა, რომ ყოფილიყო გარღვევა. ჩემი აზრით, კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ არის გარღვევა. იმ მწირი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში ყველაზე დიდი რესურსი ეს იქნება კვერცხის და ქათმის შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენა დღგ-ს ნაწილში - ეს ისტორიული უსამართლობაა. ეს საკითხი არაერთხელ დაგვიყენებია და საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომ ვაწარმოოთ ბატის კვერცხი და გაგვათავისუფლებენ დღგ-სგან. მაგრამ ქათმის კვერცხს არ გაათავისუფლებენ დღგ-სგან. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომლითაც შეიძლება გარღვევა მოხდეს“, - განაცხადა გია ლობჟანიძემ.

მისი პოზიციის კომენტირებისას შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ პროდუქტზე საბაჟოდან დახლამდე 86%-იან ფასნამატში, დღგ დათვლილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები