2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ქათმის ნაწილების ექსპორტი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ ამ პერიოდში $25 მლნ-ის 15 244 ტონამდე ქათმის ნაწილები გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავლის 232.5%-ით, ხოლო მოცულობის 238.4%-ით ზრდას ნიშნავს.
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელი $7.5 მლნ და 4 504 ტონა იყო. წელს, 10 თვეში ქათმის ნაწილების რეალიზაციის მთავარ საექსპორტო ბაზრად საქართველოსთვის თურქმენეთი ჩამოყალიბდა, სადაც საქართველოდან $12.1 მლნ-ის 7 978 ტონა პროდუქცია გავიდა.
ტოპ-5 საექსპორტო მიმართულება ასე გადანაწილდა:
- თურქმენეთი - $12.1 მლნ, 7 978 ტონა;
- აზერბაიჯანი - $4.8 მლნ, 2 090 ტონა;
- ყაზახეთი - $4.6 მლნ, 3 006 ტონა;
- სომხეთი - $3.1 მლნ, 1 926 ტონა;
- ყირგიზეთი - $216 ათასი, 180 ტონა.
BM.GE გთავაზობთ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურიდან გამოთხოვილ TOP 10 უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ქათმის ნაწილების მთავარი ექსპორტიორია.
- შპს ივერია იმპექსი;
- შპს კალოკო კავკასიის ლოჯისტიკური კომპანია;
- შპს კასკო 2015 (სანდო);
- შპს მარკ 2017;
- შპს მულტიტრეიდინგ კომპანი;
- შპს პრაიმ მით ექსპორტ;
- შპს რედ განეშ;
- შპს ფუდ თრეიდი 2022 (ხინკალო);
- შპს ჩირინა (ბიუ ბიუ);




























