ქეითერინგ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა - ვისგან არის დაკვეთები?
BM.GE
17.11.22 08:53
• 529
ქვეყანაში ღონისძიებების დაგეგმვის ზრდის პარალელურად მზარდია ქეითერინგ კომპანიებზე მოთხოვნაც. bm.ge-სთან საუბრისას გამოიკვეთა ის, რომ ზოგიერთი ქეითერინგ კომპანიის შედეგები 2019 წლისაზე უკეთესიცაა. ქეითერინგ კომპანიები გაძვირებულ მომსახურებაზეც საუბრობენ. პრობლემებს შორის კი საკვებ პროდუქციაზე და შესაფუთ მასალებზე მომატებული ფასების გარდა, გაძვირებულ საკრედიტო რესურსებზეც ამახვილებენ ყურადღებას, ეს კი ბიზნესს სესხის აღების ნაწილში პრობლემას უქმნის.