მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქეშბექი-მაღალი ფასების მთავარი ფაქტორი/რა აჩვენა FMCG ბაზრის მონიტორინგმა?

საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელიც მზარდია - კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგის შუალედური შედეგებს აქვეყნებს. მარეგულირებლის ცნობით, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, თუ მარკეტინგი. სააგენტოს პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში შედარებით დაბალი ქეშბექი ფიქსირდება - მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით. რა მოცულობის არის დღეს FMCG ბაზარი და როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობები მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და რითეილ სექტორს შორის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები