მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქეთი ბოჭორიშვილი - "აწარმოე საქართველოში" პროგრამამ 10,000-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა

5805d27436e78
BM.GE
17.10.16 16:19
2102
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა შპს „შნოს“ საამქრო დაათვალიერა, სადაც ტრადიციული ხის ნაწარმის გარდა, თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე ლითონის ნაკეთობებსაც ამზადებენ. კერძოდ, რკინის კარების, შიდა კარის რკინის ჩარჩოების, პროფილების და სხვა ლითონის ნაკეთობის წარმოებას ახდენს.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

შპს „შნო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 340 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები