მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი: "საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გახდეს ღირებული"

5e94afa5e0f95
ნინი ლონგურაშვილი
13.04.20 23:40
4343
“მთელი გადაწყობა ხდება 2-3 დეკადაში ერთხელ და ჩვენ სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფებით. ეს ჩვენი შანსია და ამ შემთხვევაში საქართველოს უჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოსთვის გახდეს ღირებული და რელევანტური", – ამის შესახებ "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

"ეს ტენდენციები პანდემიამდეც დაიწყო, თუმცა არა ასე აგრესიულად, ამის გამომწვევი მიზეზები იყო იგივე ეროვნული უსაფრთხოება, ასევე ბაზრების დივერსიფიკაცია, უფრო ახლოს რომ იყო მოხმარების ბაზარი და ა.შ. თუმცა პანდემიამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დააჩქარა და ჩვენ რეალურად ვხედავთ ქვეყნების აქტიურ ჩართულობას, რომლებიც ხელს უწყობენ კომპანიებს, რათა მალე დატოვონ ჩინეთის ბაზარი და სხვა ქვეყანაში განახორციელონ რელოკაცია. ამ შემთხვევაში საქართველოს უჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოსთვის გახდეს ღირებული და რელევანტური", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ყურადღება სხვადასხვა მიმართულებებზე გაამახვილა, რომლითაც საქართველოს შეუძლია მოიზიდოს საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანიები.

"საქართველოს შესაძლებლობების გარდა, ძალიან ბევრი გამოსასწორებელი მიმართულებები აქვს, თუმცა, გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვოთ და იგივე მსუბუქ მრეწველობაში თუ იმ გლობალურ სექტორში, რომელიც არის ავტო ნაწილები, ფარმაცევტული ინდუსტრია და ჯანდაცვის ტექნიკა, რომელიც არის ასევე კვებითი პროდუქტები და სასმელები, საყოფაცხოვრებო ელექტროობა და ა.შ. აი, ამ მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია ძალიან კონკურენტუნარიანი გარემოებები, რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანიები", – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, პრიორიტეტი ახლა პანდემიის დამარცხებაა, თუმცა აუცილებელია ამ ბრძოლასთან ერთად ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაც. მისი თქმით, მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ და ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება.

“ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო თანამშრომლობა, როდესაც იაპონიის მთავრობამ, კონკრეტულად ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტრომ გამოყო გრანტი, ორი წამყვანი იაპონური კომპანია იყო ჩართული ანაკლიის ეკონომიკური ზონის კონცეფციის შემუშავებაში. რეალურად მათ უნდოდათ, რომ დაენახათ, რამდენად აქვს პოტენციალი იაპონურ კომპანიებს საქართველოში და საკმაოდ პოზიტიური თანამშრომლობა შედგა.

რა თქმა უნდა პანდემიის დამარცხება არის ჩვენი, ყველას პრიორიტეტი, თუმცა აუცილებელია ამ ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაც. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ხედვა უნდა შევიმუშაოთ. მნიშვნელოვანია ზუსტი ხედვა გვქონდეს და რაც მთავარია პოლიტიკური ნება იყოს პირველ რიგში ამ მიმართულებით“, განაცხადა "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა.