მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქეთოსთან“- პირველი სოციალური კაფე ლანჩხუთში

60e92ba70f4bd
მარიამ იზორია
10.07.21 09:47
2100
„ქეთოსთან“ ლანჩხუთში მდებარე სოციალური კაფეა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში გაიხსნა და უკვე ათამდე ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ორ შშმ პირსაც.

კაფე სოციალური ხასიათისაა და შშმ პირებისთვის სრულიად ადაპტირებულია. კაფე ძირთიადად ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს და სტუმარს სხვადასხვა კოქტეილებსა და სასმელებსაც სთავაზობს. ამასთან კაფეში პოეზიის საღამოები, ტრენინგები, ფილმის ჩვენებები, ელექტრონული მუსიკის საღამოებიც იმართება. სოციალური კაფეს ხელმძღვანელი, ქეთი წილოსანი გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ აქამდე ლანჩხუთში არაფორმალური შეხვედრებისთვის მსგავსი სივრცე არ არსებობდა და „ქეთოსთან“ ახალგაზრდების საყვარელ ადგილად იქცა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში ტრენინგების საშუალება მომცა. კაფე 2020 წლის აგვისტოში გავხსენით და იმავე პერიოდში უკვე ოცამდე ღონისძიება ჩავატარეთ. იმდენად დიდი ინტერესი იყო, რომ ხალხს ვერ ვატევდით, არ გვქონდა ამდენ ადამიანზე გათვლილი საჭირო ინვენტარი.

2020 წელს სოციალური მეწარმეობის კონკურსში გავიმარჯვე და მიღებული გრანტით სივრცე შესაბამისად მოვაწყე. ვფიქრობ, რეგიონში გასართობ-მოსასვენებელი ადგილების ნაკლებობაა, ახალგაზრდებს ასეთი სივრცეები უნდა ჰქონდეთ, თუნდაც დასაქმებისთვის, ასე თავიდან ავიცილებთ მიგრაციასაც. ლანჩხუთში ძალიან ბევრი რამ არ გვაქვს, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესით გვინდა ცხოვრება, მაგრამ რეგიონში ამისთვის საჭირო სივრცე არ არსებობს“ - ყვება ქეთი წილოსანი გადაცემაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები