ქიბარ ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი შეცვალა. საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს დაუმტკიცა. ტელეკომპანიის 60%-იანი წილი - ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს "პანორამას" ეკუთვნის, რომლის დამფუძნებელიც და დირექტორიც ისევე ქიბარ ხალვაშია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

























