მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის და უცხო ენის ცოდნას მოევლება, მთავარია ისეთი შვილები აღვზარდოთ, ვინც მნიშვნელოვან ფასეულობებს გაიაზრებენ"

583be0c53803f
BM.GE
28.11.16 11:45
2992
სკოლის სისტემის რეფორმაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი რაც აყალიბებს ბავშვის ბუნებას განათლების სფეროს და სისტემის სადარდებელია.

"დებატი იმის თაობაზე რას ასწავლიან ჩვენს შვილებს, - კომბლე იქნება თუ სხვა, - განათლების რეფორმის ძალიან დიდი ნაწილია. ფასადური რეფორმებით ჩვენ შორს ვერ გავალთ.

სად გადის საზღვრები განათლების სისტემის, - იგივე ოჯახის დამოკიდებულების შეცვლის გარეშე შევძლებთ თუ არა განათლების რეფორმის გატარებას? ძალიან ბევრ პედაგოგს აქვს პრობლემა მხარდაჭერისა მშობლების მხრიდან. ეს საქმე ყველას ერთად გასაკეთებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ ოჯახზე და დამოკიდებულებაზე რეფორმის მიმართ.

რა წვლილი აქვს ეროვნულ ფასეულობებს ამ სისტემაში? - ჩემი მოსაზრებაა, რომ სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ფასეულებების ფორმირებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული და არაერთხელ მითქვამს რომ სკოლა უნდა იყოს აღზრდის ადგილი, სადაც ურთიერთობებზეა აქცენტი და არამხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე.

თუ სკოლა დაეხმარება ბავშვს რომ იყოს მეტად პატრიოტი და კეთილი ადამიანად ჩამოყალიბდეს, ქიმიის ცოდნას, ფიზიკის, ლიტერატურის და უცხო ენისას მოევლება აუცილებლად. მთავარია ჩვენ შევძლოთ და საზოგადოებას ისეთ შვილები აღვზარდოთ რომლებიც მნიშვნელოვან ფასეულობებს გაიაზიარებენ.

ქართული ეროვნული ფასეულობებით აღზრდა მთავარი და გადამწყვეტია ჩვენი სისიტემისთვის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები