ქიმწმენდის ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები აღარ ამოქმედდება. შემსუბუქებული რეგულაციის მიხედვით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონი აღარ კრძალავს საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში ქიმწმენდის ობიექტის განთავსებას.
2024 წლის 1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელი ხდებოდა ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე, იზღუდებოდა აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. საქართველოს მთავრობის 286-ე დადგენილებით კი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა, ქიმწმენდის საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელების უფლება აქვთ, თუკი ისინი გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.
სტუმარი: გიორგი მუმლაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი;