მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქირავნობის პრობლემების გამო ბინის მესაკუთრეები გაქირავებისაგან თავს იკავებენ“ - ასოციაცია

6365085d7736f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 21:00
1235
„ქვეყანაში გაჩნდა იმის ტენდენცია, როდესაც მესაკუთრეები ბინების გაქირავებისგან თავს იკავებენ. ეს ქირავნობასთან დაკავშირებული გახშირებული ფაქტების გამო ხდება“ - ამის შესახებ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბინების გაქირავების ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო, გაერთიანებამ დღეს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივი მიღების მოთხოვნით მიმართა.

ოთარ კაჭკაჭიშვილმა „საქმის კურსში“ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსწორდება, თუ საპოლიციო გამოსახლების წესი აღდგება.

„მესაკუთრეები მათთვის უცნობი ადმიანებისთვის ქონების გადაცემისას თავს დაუცველად გრძნობენ, ერთი მხრივ სახელმწიფოდან გარანტია არ აქვს, რომ ქონების გამოთავისუფლებას შეძლებს, სასამართლო წარმოებას კი დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება, მეორე საკითხი კი ის არის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არაიდენტიფიცირებადები არიან.

შეუძლებელია მათგან იმ ზარალის ამოღება და კომპენსირება, რაც სასამართლოს გზით შეიძლება მიიღონ. ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სწრაფი გამოსახლების მექანიზმი აღდგება, ჩვენი მოქალაქეები ბინების გაქირავებისგან თავს აღარ შეიკავებენ და იმ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ, რა მოლოდინიც აქვთ“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა და დასძინა, რომ ასოციაციაში ამ გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები