მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქირაზე ფასი მცირდება - რა გამოწვევებია გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე;

თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი ისევ მცირდება. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, იანვარში გასაქირავებელი ფასი წლიურად 12%-ით შემცირდა და 1 კვ.მეტრზე 10.7 დოლარი შეადგინა. შემცირებულია საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებიც. უძრავი ქონების კომპანიებში აცხადებენ, რომ ქირაზე ფასების კლების მიზეზი ბაზარზე ჭარბი მიწოდება, მოთხოვნის შემცირება და არასტაბილური ვითარებაა. სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ჭარბი მიწოდების ფონზე, ფასები მომავალში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდეს, ხოლო უძრავი ქონება საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები