მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქირაზე ფასი მცირდება - რა ტენდენციებია გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე

გასაქირავებელი ბინების ფასი მცირდება. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, დეკემბერში თბილისში ქირის ფასი 10%-ით შემცირდა და გასული წლის ბოლოს კვადრატულ მეტრზე 11 დოლარი შეადგინა. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფდა, ჯამში 3%-ით. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, ქირის ფასის შემცირება მეტწილად მიგრაციის ეფექტის ამოწურვას და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. მიღმა ამისა, გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნის და ფასის შემცირების მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოც სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები