თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2022 წელს ქირის ფასი 120%–ით გაიზარდა, 2023 წელს კი 25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გასაყიდი ბინის ფასი ცენტრალურ უბნებში უფრო გაიზრდება, ქირის შემთხვევაში კი ეს პირიქითაა. მოსალოდნელია, რომ მოთხოვნისა და ლოკაციის კუთხით, ტენდენციური გარეუბნებში ბინის ქირავნობაა. რაც შეეხება სავალუტო მოთხოვნას, ქირავნობის ბაზარზე მთავარი ვალუტა კვლავ დოლარი რჩება.
ქირის ფასის ზრდაზე ბოლო პუბლიკაცია ივლისის მონაცემებს ეხება. გალტის მიმოხილვის თანახმად, ივლისში, თბილისში უძრავი ქონების ქირა თვიურად დამატებით 3.4%-ით გაიზარდა, წლიურად კი 45.3%-იანი მატება ფიქსირდება.
რა ხდება ბაზარზე სწავლის დაწყების პერიოდისთვის, სად და რა ღირს ბინის ქირაობა?
სტუმრები: ვაჟა მებაღიშვილი - "უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" თავმჯდომარე;
ბესიკ ქავთარაძე - კომპანია „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორი.