მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქირის ნაწილში უფრო სწრაფ შემცირებას შემოდგომიდან ველოდებით“ - თიბისი კაპიტალი

ირინა კვახაძე პროსპექტში
BM. GE
03.08.23 09:31
92

"თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მცირედით, 1-2%-ის ფარგლებში გაიზრდება, წლიური ზრდა კი საშუალოდ 15%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ქირას, როგორც კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, თვე-თვესთან შედარებით მცირდება ქირის ფასიც, რაც 2023-2024 წწ-ის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ წლის მეორე ნახევარში გასაყიდი უძრავი ქონების ფასის ნაწილში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება იქნება. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო ზრდა 1-2%-ის ფარგლებში. წლიურად რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ფასი გაზრდილი იქნება დაახლოებით 15%-ით, წინა წლის ფასთან შედარებით. რაც შეეხება გაყიდვებს აქაც ვფიქრობთ, რომ სტაბილურ ნიშნულზეა და განსაკუთრებულ ბუმს და პიკურ ქცევას აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ სტაბილურობას ბაზარი შეინარჩუნებს რადგან ორგანული ფაქტორები არსებობს.  

ქირის ფასის ნაწილში ცალსახად ველოდებით, რომ შემცირდება და ეს შემცირება გაგრძელდება 2024-2025 წელს და დაუბრუნდება ამონაგების 8.5%-იან ნიშნულს.  თვე-თვესთან შედარებით ჩვენ ვხედავთ, რომ ქირის ფასი უკვე შემცირებულია, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. გადაჭარბებით გაზრდილი იყო ფასი დროებითი მოთხოვნის გამო, ამიტომ ის აუცილებლად შემცირდებოდა და კიდევ უფრო სწრაფ შემცირებას ველოდებით შემოდგომიდან.

2024 წლიდან ველოდებით ქირის კლებას. ამონაგები ახლა 12%-ია, საშუალო გრძელვადიანი კი 8,5%, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებელს დაუბრუნდება“, - განაცხადა კვახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები