მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქირურგებს ფეხბურთელებივით ყიდულობენ, ეს დაუშვებელია - ანზორ მელია

608f9c0ab8cd2
ინგა მურუსიძე
03.05.21 17:07
4096
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო კლინიკები კონკურენციის გარანტი იქნებიან. მინისტრის განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმება კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია.

"ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. სახელმწიფო კლინიკაში მეც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რომ არასოდეს იქნება იქ ისეთი ხარისხი, როგორიც არის კერძო კლინიკაში, რომელიც თავის ავტორიტეტს უფრთხილდება. თავისუფალ ბაზარზე ასე არ შეიძლება.

კი ბატონო გააკეთონ, უნდა იყოს (სახელმწიფო კლინიკები), მაგრამ კერძო კლინიკებსაც უნდა მისცენ საშუალება იმუშაონ. ახალი რეგულაციები შემოიტანეს: 31 დეკემბრამდე გვქონდა განაცხადების შეტანის უფლება, ახალი კაბინეტები გავაკეთეთ, ახალი სესხები ავიღეთ. არ იქნება სწორი გახსნან სახელმწიფო კლინიკები და კერძო კლინიკებს პრობლემები შეუქმნან", - განაცხადა ანზორ მელიამ.

მისი თქმით, დიდი სახელმწიფო კლინიკების შექმნა პატარა კერძო კლინიკების "ჩაყლაპვას" გამოიწვევს, რაც მოხდა "ევექსის" შემთხვევაში.

"ქირურგებს ფეხბურთელებივით ყიდულობენ და ეს დაუშვებელია. ეს გააკოტრებს კლინიკებს. სახელმწიფო კლინიკების ნაწილში მინისტრს არ ვეთანხმები. საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. სახელმწიფო კლინიკები უნდა იყოს ქვეყანაში, თუმცა კერძო კლინიკებს მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს", - აღნიშნა ანზორ მელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები