თბილისში ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია - ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში USAID-ის ენერგეტიკის პროექტის ორგანიზებით ,, რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია - ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. კონფერენციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ენერგეტიკის პროექტის, ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას, ფოთის პორტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს, საკუთარ გამოცდილებაზე, სირთულეებზე, წარმატებაზე, ქალების როლზე და მათ მხარდაჭერაზე ორგანიზაციების შიგნით.
,,13 წელია ენერგეტიკის სექტორში ვარ და ვთვლი რომ ყველაზე საინტერესო დარგია ეკონომიკის სხვა დარგებს შორის. ეს იყო ძალიან საინტერესო გზა, რომელიც უკავშირდება ბევრ წარმატებას ჯერ სახელმწიფო სექტორში და შემდეგ კი კერძო სექტორში. ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიმაჩნია შუახევი ჰესის პროექტი, რომელმაც ძალიან მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა საქართველოში ამ ტიპის პროექტების განვითარებითვის მათ შორის მიწის გამოსყიდვის საკითხებში, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისიმხრივ და ა.შ .
შემდეგ მოვიდა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა, ნამახვანის ჰესების პროექტის განვითარების სახით. იმედი მაქვს, რომ ის წარმატებული იქნება, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“ - განაცხადა ნანა გურგენიძემ.

























