ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა/რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 928 800 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: ბილიკების და სხვა მყარი ზედაპირების მშენებლობა, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მშენებლობა, გასართობი პარკების მშენებლობა და მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე.