მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულეთის მერია სანაპიროსთვის საშხაპეებს ტენდერის გარეშე ყიდულობს - "დამონტაჟებული კაბინები სტიქიამ დააზიანა"

ქობულეთის სანაპირო

ქობულეთის მუნიციპალიტეტი სანაპირო ზოლში გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას ტენდერის გარეშე ყიდულობს და გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. ბიუჯეტი 400 500 ლარია. საუბარია 20 ერთეულ საშხაპე გასახდელ კაბინასა და 3 ერთეულ ცხოველების საშხაპეზე.

მერიაში განმარტავენ, რომ 2025 წლის 10 მაისს აჭარის რეგიონში მომხდარმა სტიქიამ (ძლიერი ქარი, წვიმა და შტორმი) სრულად დააზიანა სანაპირო ზოლზე დამონტაჟებული საშხაპე კაბინები, რის გამოც აუცილებელი გახდა მათი ხელახლა შესყიდვა.

"საშხაპე კაბინები მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს სანაპირო ზოლის გამართულად და სრულად მოწყობისთვის. საგულისხმოა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით ვერ ესწრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შეზღუდულ ვადებში, გამარტივებული შესყიდვის
საშუალებით განხორციელდეს სამუშაოების შესყიდვა", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს შესაბამის განკარგულებაში.

400 500 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე ქობულეთის მერიამ თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები