ქობულეთის სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში ერთმანეთს 3 კომპანია ეცილება
ქობულეთის სანაპირო ზოლის მოწყობისა და ნაპირდაცვის სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებისთვის 3 კომპანია იბრძოლებს. 6, 5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე წინადადებების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. ტენდერში შპს ,,AWARD“-ი, ,,საბა კონსტრაქშენი“ და ,, ბლექ სი გრუპი“ მონაწილეობენ. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, არსებული ნაპირდამცავი კედლის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა და ქობულეთის ბულვარზე 10 ათას კვადრეტულ მეტრ ფართობზე, დაზიანებული ფილების აღდგენა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება 2019 წლის 1 ივნისისთვის უნდა უზრუნველყოს.