მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდაცვით სამუშაოებზე ₾5.2 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს წარეცხილი პლაჟის უბანზე, ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის ხელოვნურ საკომპენსაციო შეტანას, რაც პლაჟის რეაბილიტაციასა და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5 267 456 ლარს შეადგენს.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. შესყიდვების სააგენტოზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან ოთხ თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები