მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

მეფრინველეობის სასაკლაო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა, რომელთა მფლობელებსაც საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ჯარიმები დაეკისრათ.

სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტებზე ფრინველს რეალიზაციის მიზნით კლავდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე. ამასთან, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები.

არალეგალური სასაკლაოები აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოავლინეს. ერთი ობიექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩის N89-ში მდებარეობს, მეორე კი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები