მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულეთში 10 თვის წინ დაანონსებული ნორვეგიული ორაგულის საწარმოს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა

585d04bd7ae55
სალომე მეცხვარიშვილი
23.12.16 17:30
3793
ნორვეგიული ინვესტიციით აჭარაში თევზის მეურნეობის მშენებლობის პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა,- პროექტის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქობულეთში არაფერი გაკეთებულა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ნორვეგიულ კონსორციუმს Green Sea Food-ს შორის პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გაფორმდა.

„მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა, შემდგომ არაფერი განხორციელებულა. იყვნენ ჩვენთანაც მოსულები და გვთხოვეს რეკომენდაციები. ჩვენი შენიშვნა იყო, რომ ტერიტორიაზე, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, მდინარე უერთდება ზღვას და ამის გამო გარემოს დაცვის სამინისტროსთან გავლილი უნდა იყოს საკითხი, რომ შემდგომში არ შეუშალოს ხელი ინვესტიციების განხორციელებას. შემდგომ უკვე ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ, რომ დაიდო მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამ კომპანიას შორის, თუმცა, პროექტის გაგრძელება არ ყოფილა“,- აცხადებს სულხან ევგენიძე.

თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით, გათვალისწინებული იყო აჭარაში, ქალაქ ქობულეთში ინვესტიციის განხორციელება და, საპილოტე პროექტის სტატუსით, თევზის (ნორვეგიული ორაგულის) მეურნეობის მოწყობა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და თევზის წარმოებას ბიოლოგიურად სუფთა საკვებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები