მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში $25-მილიონიანი ინვესტიციით სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

64b4cb6c4ca20
თათია ჩაფიჩაძე
17.07.23 10:20
1326
კომპანია „ბალავარმა“ ქობულეთში „ჰაუსს არტ რეზორტთან“ ერთად მასშტაბურ პროექტზე მუშაობა დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბესო თავბერიძე გვიყვება, ზღვის პირველ ზოლში 32-სართულიანი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ მიმართულებასაც გააერთიანებს.

პროექტში შემოდის სასტუმრო „შერატონი,“ რომელსაც 250-დან მართვაში 80 ნომერი ექნება. ჯამური ინვესტიცია 25$ მლნ-ს აჭარბებს, მისი დასრულება კი 3-წლიან პერიოდში იგეგმება.

„აჭარის რეგიონი ძალიან ვითარდება. ჩვენ გვაქვს ერთი მასშტაბური პროექტი ქობულეთში. ამ კურორტს სჭირდება განვითარება და სწორედ ამიტომ, „ჰაუს არტ რეზორტთან“ ერთად ვგეგმავთ დიდი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ზღვის პირველ ზოლშია. ამ კომპლექსთან ერთად, ის ასევე იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, რადგან იცით, რომ ქობულეთის მიკრო-კლიმატი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგია საქართველოში.

ინვესტიცია იქნება 25$ მლნ, ვადები 2,5 -3 წელი, ახლა შეთანხმების საბოლოო დეტალებს გავდივართ და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება. ეს იქნება 32-სართულიანი პროექტი 250 ნომრით. 80 ნომერი დარჩება სასტუმროს მართვაში და მართვაში შემოდის „შერატონი.“ ყველაფერი აშენდება ისე, როგორც მათი სტანდარტი ითვალისწინებს", - განაცხადა თავბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები