მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

5bf65d47a07b5
BM.GE
22.11.18 11:28
629
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციას იწყებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალურ განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს.

უწყებაში განმარტავენ რომ, მდინარე აჭყვაზე ქალაქის წყალდიდობისგან დაცვის მიზნით გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა წყალსაგდები არხი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ავარიული და ჩახერგილია, ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გატარებას, რაც იწვევს ქალაქის გარკვეული ტერიტორიების, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მდინარე აჭყვის კალაპოტისა და არსებული წყალსაგდები არხის რეაბილიტაციას, რის შემდეგაც არსებული პრობლემა სრულად მოგვარდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები