მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

5ad0b53fb664b
BM.GE
13.04.18 17:26
823
ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც შპს „ნ.გ. ჰოლდინგი“ 5 850 148 ლარის ინვესტიცისა განხორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმო წლიურად 500 ტონა თევზისა და თევზის ხორცის, კერძოდ ატლანტის ორაგულის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდინარე კინტრიშის მიმდებარედ, 16 433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „ნ.გ. ჰოლდინგს“ გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები