მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია I კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპის 5%-მდე შემცირების მიზეზს განმარტავს

5cb5d0b86ca55
ლიკა გურაბანიძე
16.04.19 16:53
884
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია 2019 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპის 5%-მდე შემცირების მიზეზს განმარტავს.

მინისტრმა აღნიშნული ირანიდან და თურქეთიდან ვიზიტორების კლებით ახსნა.

კერძოდ, bm.ge დაინტერესდა, რამ განაპირობა ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპის 5%-მდე შემცირება იმ ფონზე, როცა გასული წლის ანალგიურ პერიოდში ზრდის ტემპი 26% იყო.

“დიახ, გეთანხმებით ჩვენთან არის კლება ირანიდან და თურქეთიდან; თურქეთის ეკონომიკა დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენი მეზობელი ქვეყნების განვითარების დონე ჩვენ ეკონომიკაზე მოქმედებს, მაგრამ, ჩვენ მაინც პოზიტიური დინამიკა გვაქვს... ჩვენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების წილის გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა ქობულიამ და დასძინა, რომ პირველ კვარტალში ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს.

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 42,590-ით მეტია (ზრდა +5.1%). 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები