მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია აღიარებს, რომ საპენსიო რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაგვიანდა

5c10cf433e8cb
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.18 13:04
885
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აღიარებს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პიარკამპანია და მოსახლეობის ინფორმირება ადრე უნდა დაწყებულიყო.

ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა კითხვები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასვეს.

კერძო სექტორის განცხადებით, არსებობს ბევრი ბუნდოვანება და მათ აქვთ კითხვები რეფორმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

"იყო ლაპარაკი საპენსიო რეფორმაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ მზად, წინა კვირას გვქონდა ფართო განხილვა ამ საკითხზე. სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მთელ მოსახლეობას მოახსენებს, თუ როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. მზად ვართ, რომ პირველი იანვრიდან დავიწყოთ. ესწრება ყველაფერი. პიარკამპანიის თვალსაზრისით ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. ჩვენ ამას ავანაზღაურებთ, იმიტომ რომ ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი. მთავარია, რომ სისტემა მზად არის", - აცხდებს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები