მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია: "აიღეთ ბენჩმარკები, შეფასებები მსოფლიო ბანკის და იქ ნახეთ, რა წერია გადასახადებზე"

5c22156a5b82e
BM.GE
25.12.18 16:00
867
პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას, თუ განიხილავს მთავრობა გადასახადების დაწევის შესაძლებლობას კამათი მოჰყვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით საქართველო ისედაც განსაკუთრებულად დაბალი გადასახადებით გამოირჩევა, რის გამოც მათი დამატებითი შემცირება საჭირო არაა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: “გადასახადები უნდა დაწიოთ.”

გიორგი ქობულია: "აი მაგაზე, ძალიან მძიმე საუბარი გვექნება. გადასახადები ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მთელ მსოფლიოში. რას მელაპარაკებით? აიღეთ ბენჩმარკები, შეფასებები მსოფლიო ბანკის და იქ ნახეთ რა წერია გადასახადებზე. ჩვენზე წინ მსოფლიოში არის ორი თუ სამი ქვეყანა. ეგ ჩემი მოგონილი ხომ არ არის ხალხო? რას მელაპარაკებით? იქ ჩაწყობილია, ქრთამი მივეცით თუ ისე დაწერეს? აბა რას ამბობთ? რას ლაპარაკობთ ბატონო ზურაბ? ჩვენ გვაქვს გადასახადებში კარგი სიტუაცია.”

17 დეკემბერს გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსხვავებული რამ თქვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, “გადასახადების დაწევა არის ის მექანიზმი, რითიც შეგვიძლია წავახალისოთ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში.”

“სხვანაირად ჩვენ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ. გადასახადების დაწევა არის ჩვენთვის ის მექანიზმი, რითაც შეგვიძლია წავახალისოთ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენს რეიტინგს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. საქართველოში არის დაბალი გადასახადები და ბუნებრივია, ამ გზით მოძრაობა უნდა გავაგრძელოთ,”- თქვა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები