მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

5c6be03e6b6f4
თელარა გელანტია
19.02.19 14:42
900
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება. ასე უპასუხა მინისტრმა, კითხვას, რომელიც მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას ეხებოდა. 

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაზემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მას და ბადრი ჯაფარიძეს კავშირის აქვს დანაშაულთან, პირდაპირ "ურტყამს" ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. 

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც მთავრობა ვუჭერთ მხარს ანაკლიის პორტს. მხარდაჭერა გამოიხატება დიდ დაფინანსებაში, რომელსაც ჩვენ ამ პროექტს ვაძლევთ მთავრობიდან. ეს ეხება როგორც მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენრბლობას, აგრეთვე პირდაპირ ინვესტიციას ამ პროექტის კაპიტალში, რაც შეადგენს 100 მლნ დოლარამდეა. ამიტომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ მთავრობა ამ პროექტს აბსოლუტურად უდგას გვერდში და ეხმარება"-აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება პროექტზე ზემოქმედებას მიმდინარე მოვლენებში, ამ პროექტში ჩაბმულია მთელი კონსორციუმი, ეს არაა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ამიტომ მე ვერ ვხედავ ძალიან დიდ გავლენას პროექტზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მოვლენები რაც ხდება დღესდღეობით თიბისის საქმეზე, ალბათე ეს იქნება არასწორი და გასაკვირი, რომ ვთქვა, რომ ამ მოვლენას არანარი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაღაცა გავლენა აქვს.

bm.ge-ის კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ გავლენა მოახდინოს ამ პროცესებმა ანაკლიიის პორტის დონორებზე და 600 მლნ პირველი ფაზისთვის ვერ მიიღოს კონსორციუმმა, მინისტრის ირწმუნება, რიმ თიბისის სიტუაცია და ანაკლიის პორტის დაფინანსება პრაქტიკულად არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან. 

"ამას ანაკლიის პორტზე არანაირი გავლენა არ ექნება. ზოგადად, ვიგულისხმე ის, რომ მე იმედი მაქვს, ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მოვლენები პოზიტიურად არასდროს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და ქვეყანაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თიბისი და ბიზნესმენთან ჯგუფი, წამყვანი ჯგუფია ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად და კარგად დამთავრდება"-აცხადებს გიორგი ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები